воскресенье, 17 марта 2013 г.

1.პროექტის სახელწოდება:"ქართული კულტურის ძეგლები"
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას
3.პროექტის აქტუალურობა: შეისწავლონ,დააფასონ და გაუფრთხილდნენ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებს.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეს გავუღვივოთ ინტერესი ქართული კულტურის ძეგლებისადმი, გამოვუმუშაოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, მცირე კვლევის ჩატარებისა და მისი გამოყენებით ქართული ძეგლების პრეზენტირების უნარ–ჩვევა.
5.მონაწილეთა ასაკი: მეშვიდე კლასი,13 წ.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ქართული კულტურის ძეგლების ამსახველი ბეჭდური პროდუქცია, მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიზუალური რესურსი,ვიდეომასალა და სლაიდები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ძეგლზე ყოფნისას მოსწავლეები მასწავლებლის დავალებით აფიქსირებენ არქიტექტურის,მხატვრობის ნიმუშებს, ამუშავებენ ისტორიულ თუ სხვა დოკუმენტებს. მათ მიერ შესრულებული ჩანახატები და ფოტოები შემდეგ ვიზუალური რესურსის როლს შეასრულებს, ხოლო ადგილზევე გაკეთებული ჩანაწერები ზეპირი პრეზენტაციის მომზადების დროს დაეხმარება მოსწავლეებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტორიასთან და გეოგრაფიასთან კავშირი.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ლია ჯანიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:liajaniashvili141@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://liajan.blogspot.com